logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გამოფენა „საზღვარი“ აქტუალური აქცენტებით ხვალ პირველად გაიმართება
გამოფენა „საზღვარი“ აქტუალური აქცენტებით ხვალ პირველად გაიმართება
19:44 29.08.2017
მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში თბილისის გოეთეს ინსტიტუტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) გაიხსნება ჯგუფური გამოფენა „საზღვარი / Die Grenze“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი თანამედროვე ახალგაზრდა არტისტის 24 ნამუშევარი (ფოტოები, ვიდეოები, ინსტალაციები, ობიექტები) სხვადასხვა ქვეყნებიდან: საქართველოდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, ბეროლუსიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან.
ამ გამოფენის ფოკუსში მოქცეული თანამედროვე ვიზუალური არტისტების ახალგაზრდა თაობა საზღვრის თემის მისეულ ასახვასა და ხედვას ერთობლივი მოძრავი გამოფენის სახით პირველად წარმოადგენს.
„საზღვარი“ გოეთეს ინსტიტუტის საგამოფენო პროექტია, რომლის წარდგენა ხდება სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვში, კრასნოიარსკში, კიევში, მინსკში,თბილისში, დორტმუნდსა და შუა აზიაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
ჯგუფური გამოფენა „საზღვარი“ შეისწავლის და ასახავს სხვადასხვა სახის საზღვრებსა და მათ გავლებას: ტერიტორიული მონიშვნისა თუ გამოყოფის ასპექტით, საზღვარს, როგორც კულტურულ, პირადსა თუ სოციალურ გამყოფ ხაზს, როგორც განმასხვავებელ საშუალებას „ჩვენსა“ და „სხვებს“ შორის ან საზღვრის საშუალებით სწორედ ამ დიქოტომიის შექმნის შესაძლებლობას. „საზღვარი“ აქ მეტაფორაა, ფიგურა, რომელიც სტატიკური კი არ არის„ არამედ შეთანხმებებისა და ცვლილებების საგანია - ძალიან აქტუალური თემა რუსეთისა და ყოფილი საბჭოთან რესპუბლიკებისთვის, ისევე როგორც გერმანიისა და ევროპისთვის. ამასთანავე ევროპასა და აზიას შორის არსებული გეოგრაფიული და კულტურული საზღვარი წითელი ძაფის როლს ასრულებს. პროექტი ამ თემატიკას შემოქმედებითი თვალსაზრისით უდგება და თავისი მზერა წმინდა პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვების გარდა ხელოვნების განზომილებაშიც გადააქვს. აქ მიზანს წარმოადგენს დიფერენცირებული გარკვევა საზღვრების გავლების პროცესებში, მოტივაციასა და მიზეზებში.
სად მთავრდება ევროპა და სად იწყება აზია? სად მთავრდება აზია, სად იწყება ევროპა? რა გავლენას ახდენენ საზღვრები და ვინ ავლებს მათ? ასე ჟღერს ძირითადი კითხვები ხანგრძლივი შემოქმედებითი პროექტისა „საზღვარი“, რომელიც 2017/18 წლებში ტარდება გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლობით მის მრავალრიცხოვან პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად. მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, კრასნოიარსკისა და კიევის შემდეგ გამოფენა თბილისში პირველად ჩამოვიდა.
გამოფენაში მონაწილეობენ: Khinkali juice სოფიო ტაბატაძე და ნადია წულუკიძე (თბილისი, საქართველო),ლულმიდა აჰმედოვა, ოლეგ კარპოვი (ტაშკენტი, უზბეკეთი), ალისა ბერგერი (კიოლნი, გერმანია), აიტეგინ დიუმაილიევი (ბიშკეკი, ყირგიზეთი), ნატალია დიუ (ალმაატი, ყაზახეთი), საულე დიუსენბინა (ალმაატი, ყაზახეთი), ფარჰად ფარზალიევი (ბაქო, აზერბაიჯანი), ჰამლეტ ჰოვსეპიანი(აშნაკი, სომხეთი), კატია ისაევა (მოსკოვი, რუსეთი), ოლგა ჟიტლინა (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთ), ანტონ კარმანოვი (ნოვოსიბირსკი, რუსეთი), ალინა კოპიცა (კიევი, უკრაინა), გაიშა მადანოვა(ალმაატი, ყაზახეთი/მიუნხენი, გერმანია), ტაუს მახაჩევა (მოსლოვი,რუსეთი), ელეონორე დე მონტესკიე (ბერლინი, გერმანია), სტანისლავ მუხა (ბერლინი, გერმანია), მარატ რაიმკულოვი (ბიშკეკი, ყირგიზეთი), ალა რუმიანცევა და ალექსეი რუმიანცევი (დუშანბე, ტაჯიკეთი), სერგეი შაბოხინი (მინსკი, ბელორუსია), ალექსანდერ უგაი (ალმაატი, ყაზახეთი), ვირონ ეროლ ვერტი (ბერლინი, გერმანია), Where Dogs Run (ეკატერინბურგი, რუსეთი), ანასტასია ჟივკოვა (კიევი, უკრაინა).
14 და 15 სექტემბერს მონაწილე არისტებთან გაიმართება შეხვედრა-დისკუსია თემაზე „საზღვარი“, რომელზეც დამატებით გაცნობებთ.
გამოფენა „საზღვარი / Die Grenze“ თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა