logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისში ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალების სერია - DECODER დაფუძნდა
თბილისში ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალების სერია - DECODER დაფუძნდა
11:07 21.08.2017

თბილისში ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალების სერია - DECODER

დაფუძნდა, რომელიც თვეში ერთხელ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. ერთდღიანი ფესტივალის მუსიკალური პროგრამა ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს და სცენის გამორჩეული სახელის მქონე საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტებისგან იქნება დაკომპლექტებული.

DECODER-ის კონცეფცია ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების სფეროში არსებული ტექნოლოგიების და ინოვაციური ფორმების ფართოდ გავრცელებას ემყარება. მთავარი აქცენტი განათებისა და ხმის სინთეზზე კეთდება, სადაც მუსიკოსებს, მხატვრებს და ინჟინრებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი ხედვა და გამოცდილება გაუზიარონ მსმენელს.
ფესტივალის ფარგლებში მსმენელს და სფეროთი დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნება დაესწრონ არტისტებისა და სფეროს პროფესიონალების მიერ გამართულ ვორკშოპებს, სადაც გაეცნობიან აუდიო-ვიზუალური ხელოვნების სიახლეებს, მათ გავლენას საზოგადოებაზე და ამასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ პანელ-დისკუსიებში.
DECODER-ის პირველი სერია, 21 სექტემბერს, მულტიფუნქციურ საკონცერტო დარბაზ SPACEHALL-ში გაიმართება და ელექტრონული მუსიკის უმნიშვნელოვანეს ფიგურას - NICOLAS JAAR-ს უმასპინძლებს, რომლის შემოქმედებას პროფესიული მუსიკალური განათლებისა და მრავალფეროვანი გამოცდილების გამო განსაკუთრებული შინაარსი აქვს. მისი სადებიუტო ალბომი SPACE IS ONLY NOISE 2011 წელს RESIDENT ADVISOR-ის, MIXMAG-ის და CRACK MAG-ის მიერ წლის საუკეთესო ალბომად დასახელდა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საუკეთესო ცოცხალი შესრულების მქონე არტისტის ტიტული ჰქონდა.
2015 წელს, ნიუ-იორკში დაფუძნებულ ლეიბლზე OTHER PEOPLE გამოვიდა NICOLAS JAAR-ის ალბომი POMEGRANATES და მისი კარიერის მანძილზე საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. ალბომი შთაგონებულია გენიოსად აღიარებული კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ავანგარდული ფილმი-შედევრით "ბროწეულის ფერი", რომელიც თბილისელი აშუღი პოეტის საიათ-ნოვას ბიოგრაფიაზე მოგვითხრობს. 20 ტრეკისგან შემდგარი POMEGRANATES ამ ფილმის ალტერნატიულ საუნდტრეკს წარმოადგენს.
სოლო ნამუშევრების გარდა, მულტი ინსტრუმენტალისტთან, DAVE HARRINGTON-თან ერთად ცნობილი ექსპერიმენტულ ჟღერადობაზე ორიენტირებული პროექტის DARKSIDE-ის წევრია.
NICOLAS JAAR-ის ცოცხალ კონცერტზე დასასწრები ონლაინ ბილეთები იყიდება მულტიფუნქციური საკონერტო დარბაზის ვებ-გვერდზე WWW.SPACEHALL.COM
DECODER-ის მომავალი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება ვებ-გვერდზე WWW.DECODER.GE

ფესტივალის ფარგლებში 21 აგვისტოს, ორშაბათს 14:00 საათზე რუმს ჰოტელსში (Rooms Hotels Tbilisi) გაიმართება პრეს-კონფერენცია, სადაც პროექტის შესახებ ისაუბრებენ ორგანიზატორები.



 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა