ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ „ბეშუმში“ ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ „33ა“-ს კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას უამრავ დამსვენებელთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხულოს რაიონის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონცერტმა მაყურებელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ღონისძიება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით ჩატარდა.

















