ანიმაციური ფილმების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღებას იწყებს.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ანიმაციური ფილმების მიღების ბოლო ვადა 31 ივლისია. ფესტივალი 3–6 ოქტომბერს ბათუმში ჩატარდება.
„გრან – პრი“ შემდეგ ნომინაციებში გაიცემა - საუკეთესო ქართული ფილმი, საუკეთესო ფილმი უფროსებისათვის, საუკეთესო საბავშვო ფილმი, საუკეთესო დებიუტი, საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი, საუკეთესო სერიალი, საუკეთესო ინტერნეტ ფილმი, პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, საუკეთესო სცენარისთვის, საუკეთესო მუსიკისთვის, საუკეთესო ტექნოლოგიისთვის და ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ფილმისთვის.
დაინტერესებულ პირებს ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება ვებ-გვერდზე - www.adf.ge შეეძლებათ.

















