logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბეშუმში ტრადიციული დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა
ბეშუმში ტრადიციული დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა
19:27 06.08.2017
წელს ტრადიციული დღესასწაული „შუამთობა“ განსაკუთრებით ხალხმრავალი იყო. დღესასწაულს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავარ სცენაზე გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი, ხოლო მემთეურებს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

ზურაბ პატარაძემ ადგილობრივებს მიულოცა შუამთობის დღესასწაული და მთის ამ ტრადიციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მაღალმთიანი აჭარის განვითარება ეს არის ქვეყნის ძლიერებისა და წარმატების საწინდარი. ზურაბ პატარაძემ სახელმწიფოს მხრიდან მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, მათ შორის მთის კანონის შესახებ, ხულო-ზარზმის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის პროექტზე, ასევე მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების შესახებ.

„წინასაარჩევნოდ ჩვენ ვსაუბრობდით მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების შესახებ, დღეს მე შემიძლია გითხრათ, რომ პროექტის პირველი ეტაპი ბათუმიდან შუახევის მუნიციპალიტეტამდე უკვე შესყიდულია და უახლოეს პერიოდში დაიწყება. მინდა მოგილოცოთ ამ ისტორიული პროექტის დაწყება. ჩვენ ვაგრძელებთ აჭარის განვითარებისთვის მუშაობას. ხვალ კურორტ „გოდერძზე“ ოთხი ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. მოხდება ასევე მიმდინარე პროექტების რეინვესტირება და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა“- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

მისალმებისა და დღესასწაულის მილოცვის შემდეგ სტუმრები საგანგებოდ მომზადებულ კონცერტსა და სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას დაესწრნენ. სახალხო დღესასწაულზე გამოვლინდნენ ასევე „საპატიო ხულოელები“, რომლებიც რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა დააჯილდოვეს. ქვეყნისა და რეგიონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებმა, ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, ხულოს სხვადასხვა თემის წარმომადგენელთა მიერ დამზადებული ტრადიციული კერძები დააგემოვნეს და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.

ტრადიციულად, ბეშუმობის დღესასწაულზე გაიმართა დოღი და გამოვლინდა ფალავანი. ასევე, გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდში. შუამთობის ერთ-ერთ მთავარი ტრადიციის შესაბამისად, ახლად დაქორწინებულ წყვილებს დაოჯახება მიულოცა რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას ღებულობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული და შემოქმედებითი ანსამბლები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა