ამერიკაში, ნიუ იორკში, ქართველი ემიგრანტი მხატვრის ცირა ახობაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენა
არტპრომოუშენს კომპანია Madatart-ის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც უკვე მეორე წელია აქტიურად არის დაკავებული ნიუ-იორკში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციით.
გამოფენა ჩელსის საგალერეო ნაწილში მდებარე Sepia Eye Gallery-ში გაიმართა, სადაც Madatart-მა აკვარელში შესრულებული ორმოცამდე ნამუშევარი წარმოადგინა. გამოფენის გახსნა ქართული სათვისტომოს წარმომადგენელებთან ერთად Madatart-ის ამერიკელი მეგობრებიც ესწრებოდნენ. უკვე გაიყიდა რამდენიმე ნამუშევარი.
,,ცირა ახობაძე თითქმის ცამეტი წელია ამერიკაში ცხოვრობს და ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა ნიუ იორკში, თუმცა ის მედეთარტის წევრი არტსიტია და აქტიურად არის ჩართული კომპანიის მიერ ორგანიზებულ გამოფენებსა და პროექტებში. 2016-2017 წლებში მხატვრის ნამუშევრები გამოფენილი იყო მედეთარტის მიერ ემანუელ ფრემინ გალერიში, ჯადით გალერიში და ნიუ იორკის არტექსპოზე. საქართველოში ცხოვრების პერიოდში მისი ნამუშევრების სხვდასხვა დროს იფინებოდა ქარვასლასა და ცისფერ გალერეაში. ცირა ძალიან ნიჭიერი ხელოვანი, არაჩვეულებრივად ფლობს აკვარელით ხატვის ტექნიკას, აქვს საუკეთესო გრაფიკა და ზეთის ნამუშევრები. ვცდილობთ ის დამთავრიელებელს მრავალმხრივად წარვუდგინოთ. წინა გამოფენებზე გვქონდა მისი გრაფიკა. პერსონალურ გამოფენაზე აკვარელი, მომავალ გამოფენაზე (ემანუელ ფრემინ გალერი) კი გადაწყვეტილი აქვს, ზეთის საღებავებში შესრულებული ნამუშევრით წარსდგეს დამთვალიერებლის წინაშე. სხვათაშორის ამერიკელებს ეს ძალიან აოცებთ და აფასებენ როცა ხელოვანი თანაბარი სიძლიერით ფლობს, სხვადასხვა ტექნიკას“- განაცხადა ამერიკაში Madatart-ის დამფუძნებელმა მარიტა დამენიამ.
გამოფენის ორგანიზატორი არტპრომოუშენს კომპანია Madatart-ი იყო, რომელიც უკვე მეორე წელია აქტიურად არის დაკავებული ნიუ-იორკში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციით.

















