logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 Art-გენი 2017 თბილისში 17 ივლისს დაიწყება
Art-გენი 2017 თბილისში 17 ივლისს დაიწყება
15:58 14.07.2017
ფესტივალი Art-გენი წელს, 10 ივლისს, სურამში ბაიანთხევის ტყე-პარკში რეგიონული ტურნეთი გაიხსნა, რომელიც შემდეგ მცხეთის ახალ ნავსადგურში გაგრძელდა.

Art-გენის თბილისის ტურს კი, 17-24 ივლისს, ტრდაციულად, ეთნოგრაფიულ მუზეუმი უმასპინძლებს. წელს ფესტივალი მაყურებელს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს.

პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში, 17 ივლისს, თბილისის ტურს მომღერალი სოფი ვილი გახსნის. 18 ივლისს Art-გენის სცენაზე ასევე პირველად წარსდგება ჯგუფი Asea sool. 19 ივლისს ფესტივალის მსმენელისთვის რობი კუხიანიძე იმღერებს „აუთსაიდერთან“ ერთად ; 20 ივლისს - ჯგუფი „რეგიონი“; 21 ივლისს - ჯგუფი „ფრანი“. 22ივლისს კი, Art-გენის სცენა ნინო ქათამაძეს და „ინსაითს“ დაეთმობა; 23 ივლისს კი ნიაზ დიასამიძისა და „33ა“ - ს კონცერტი გაიმართება, ხოლო Art-გენი 2017 24 ივლისსსუხიშვილების” კონცერტით დაიხურება.

ერთი კვირის მანძილზე დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები. მათ შორის, გამოფენა „მე-19საუკუნის ქართველთა თვალით დანახული ევროპა“; რეგიონების ფოლკლორული კონცერტები და „შავფაროსნების“ საჩვენებელი შოუ. ტრადიციულად, წარმოდგენილიიქნება ასევე ჰამაკების ზონა და ქართული სამზარეულო.

Art-გენის მხარდამჭერი თიბისი ბანკი ეთნოგრაფიულ მუზეუმში მისულ ადამიანებს კონცერტების დაწყებამდე დროის საინტერესოდ გატარებას სთავაზობს. სპეციალურად მოწყობილ ზონებში გაიმართება გასართობი აქტივობები რაგბის თემაზე, იქნება ფოტოსტენდები, ხოლო ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის #წერექართულად კუთხე მოეწყობა, სადაც სხვადასხვა სახის თამაშები გაიმართება.

ფესტივალი Art-გენი 2004 წელს დაფუძნდა. წლების მანძილზე ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია დადააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპისაქტივობებით Art-გენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლებისგანვითარების საქმეში. ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენისშესაძლებლობა მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.

წლების მანძილზე Art-გენმა არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკისპოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარტრამპლინადაც კი იქცა. ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს სთავაზობს მაყურებელს.

ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულგანვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. ამიტომ რეგიონული ტურნესდაგეგმვისას, Art-გენი ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს.
შემთხვევითი არაა, რომ წელს ერთ-ერთ რეგიონად იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული მცხეთა, კონკრეტულად კი მცხეთის ახალინავსადგური შეირჩა, რომელიც მცხეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა