logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
Life N Style - საქართველო საერთაშორისო პრინტ ფესტივალს უმასპინძლებს
Life N Style - საქართველო საერთაშორისო პრინტ ფესტივალს უმასპინძლებს
17:52 13.07.2017
ასოციაცია „არტ კავკასიას“, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის და წიგნის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, პრინტის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წელს უკვე მეორედ ტარდება.

პრინტ ფესტივალი 19 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ბათუმში თიბისი გალერეაში, ხელოვნების მუზემში, ხელოვნების უნივერსიტეტში და თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნება. შემდეგ კი, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში - მესტიაში, თელავში, ოზურგეთსა და ბოლოს, თბილისში იმოგზაურებს. ფესტივალში 50-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მხატვარი და ფოტოხელოვანი მონაწილეობს.

პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთერთი მნიშვნელოვანი დარგის - ბეჭდვითი მედიის, რაც ხელით ბეჭდვას გულისხმობს, განვითარებას.
პრინტი შესაძლებლობას იძლევა მოხდეს ნამუშევრის რამდენიმე (10-15) ეგზემპლიარად ტირაჟირება, თუმცა ამავდროულად ყველა მათგანი ორიგინალად ითვლება.
‘LIFE- N- STYLE ’ - ცხოვრების სტილი - წლევანდელი ფესტივალის კონცეფციაა. ფესტივალის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ წლევანდელი მასშტაბები ხელს შეუწყობს ამ დარგის სტიმულირებას და პოპულარობას. ფესტივალი პრინტის, კერამიკის, ტექსტილის და დიზაინის სინთეზს წარმოადგენს. თავისი უჩვეულო საგამოფენო და ქუჩის გალერეის ფორმატით ექსპოზიციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურებს. ფესტივალის ფარგლებში, ასევე მოხდება ჩაის და ხელოვნების, ღვინის და ხელოვნების პრეზენტაციები, სადაც საზოგადოებას მიეცემა ჩართვის საშუალება. დამზადდება სხვადასხვა სახის სუვენირები პრინტების გამოსახულებით, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს დარგის პოპულარიზაციას.
ბეჭდვითი მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთერთი მნიშვნელოვანი დარგია. თუმცა ბოლო წლებში ხელით ბეჭდვა - სერიგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, ციფრულმა ბეჭდვამ და ახალმა ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლეს. დაიკეტა ლითოგრაფიის სახელოსნოები, დედაქალაქსა და რეგიონებში თითქმის აღარ არსებობენ მბეჭდავები. ხოლო მხატვრებს და ფოტოხელოვანებს წლების განმავლობაში არ მისცემიათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ ამ ტიპის გამოფენებში.
ტრადიცია შარშან აღდგა, პირველად პრინ-ფესტივალი 2016 წელს ჩატარდა. ორგანიზატორების ერთერთი მიზანი სწორედ ხელით ბეჭდვის დაკარგული მეთოდების გაცოცხლება იყო. ფესტივალს დიდი ინტერესი მოჰყვა, როგორც მონაწილე მხატვრების, ისე დამთვალიერებლების მხრიდან. ფესტივალში მონაწილეობის სურვილი არაერთმა უცხოელმა ხელოვანმა გამოთქვა. ორგანიზატორების აზრით, წელს პრინტ ფესტივალი კიდევ უფრო მეტად მასშტაბური იქნება, რაც მეტ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას დაათვალიეროს და შეიძინოს საინტერესო ტექნოლოგიით შექმნილი ხელოვნების ნიმუშები, როგორც ცნობილი მხატვრების და ფოტოგრაფების კოლექციებიდან, ასევე ახლაგაზრდა ხელოვანების შემოქმედებიდან. ნამუშევრების შექმნის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. ფესტივალის მონაწილე ხელოვანები სპეციალურად მათთვის მოწყობილ სახელოსნოში სერიგრაფიის ტექნიკით უკვე ერთი თვეა მუშაობენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა