logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბერლინში ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართა
ბერლინში ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართა
10:42 06.07.2017
ბერლინში, საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით და ბერლინის “დედაქალაქის კულტურის ფონდის“ ხელშეწყობით, ისტორიულ ვილა ელიზაბეტში საქართველო - გერმანიის წლის ფარგლებში გაიმართა ქართული კულტურისა და ლიტერატურისადმი მიძღვნილი ფესტივალი - „საქართველო მარტო სახლში („Georgien allein zu Haus“).

საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართული კულტურის სრულყოფილად წარმოჩენის მიზნით ორგანიზატორებმა გერმანელ საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზეს. ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები დამსწრე საზოგადოებას ქართველმა პიანისტმა დაამავდროულად, გერმანიაში საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშემ დუდანა მაზმანიშვილმა წარუდგინა. ასევე წარმოდგენილი იქნა გიორგი კიკნაძის ჯაზ-ტრიოს და მანანა მენაბდის მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრები.
მრავალფეროვანი იყო ფესტივალის ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ნაწილი. ქართველმა თანამედროვე მწერლებმა სტუმრებს ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები გააცნეს, ხოლო გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მწერალმა ნინოხარატიშვილმა, საქართველოს ლიტერატურული მუზეუმის ხელმძღვანელმა ლაშა ბაქრაძემ, ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილმა და თბილისში გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა შტეფან ვაკვიცმა მონაწილეობა მიიღეს პოდიუმის დისკუსიაში.
ღონისძიების დასასრულს, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველო-გერმანიის წელი აღინიშნება. ქვეყნები 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლას და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ. 2018 წელს კი 100 წელი სრულდება გერმანიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებიდან. საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში მრავალი კულტურული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიება ორივე ქვეყანაში ჩატარდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა