logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დღეს ქართველი და აზერბაიჯანელი მოქანდაკეების  მერაბ მერაბიშვილისა და ომარ ელდაროვის  ნამუშევრების ფოტოგამოფენა გაიხსნება
დღეს ქართველი და აზერბაიჯანელი მოქანდაკეების მერაბ მერაბიშვილისა და ომარ ელდაროვის ნამუშევრების ფოტოგამოფენა გაიხსნება
00:32 16.06.2017
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დღეს გამოჩენილი ქართველი და აზერბაიჯანელი მოქანდაკეების მერაბ მერაბიშვილისა და ომარ ელდაროვის ნამუშევრების ფოტოგამოფენა გაიმართება.
მერაბ მერაბიშვილი 1931 წელს დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების განხრით, სადაც შემდგომ მუშაობდა ჯერ პედაგოგად, შემდეგ კი პროფესორად; 1991- 2004 წლებში გახლდათ ხატვის კათედრის გამგე. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსში, არის არაერთი ჯილდოს მფლობელი. იგი ავტორია ალექსანდრე გრიბოედოვის (1961, თბილისი), ერეკლე II-ის (1971, თელავი), პეტრე ბაგრატიონის, შოთა რუსთაველისა (2011, ბუდაპეშტი) და სხვა მთავალი ქანდაკების. მერაბ მერაბიშვილი 1988 წლიდან არის რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრი, 1996 წლიდან კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
ომარ ელდაროვი 1927 წელს დაიბადა ქალაქ დერბენტში. სანკტ-პეტერბურგის ილია რეპინის სახელობის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მონაწილეობდა არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენაში. ელდაროვს 1982 წელს მიენიჭა აზერბაიჯანის სახალხო მხატვრის წოდება. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. იგი არის რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრი 1988 წლიდან, ხოლო 2001 წლიდან - აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი. მისი ავტორობით არის შექმნილი ნათავანის (1960, ბაქო), ფიზულის (1962, ბაქო), მაჰათმა განდის (1987), ჰუსეინ ჯავიდის (1993) და სხვა მრავალი ქანდაკება.
გამოფენა ხორციელდება ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI“-ისა და საქართველოს კულტურის ფონდის საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმთან თანამშრომლობით. ასოციაცია ახორციელებს კულტურულ-სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტებს, რაც გლობალიზაციის პირობებში ხელს უწყობს თვითმყოფადი მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის მიღწევების წარმოჩენას თანამედროვე მსოფლიოში.
აღნიშნული გამოფენა ხორციელდება ორი მეზობელი ქვეყნის, საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურათა ურთეირთდაახლოების მიზნით.
გამოფენა 2017 წლის 29 ივნისის ჩათვლით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა