logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გერმანელი, შვეიცარიელი და იტალიელი გამომცემცემლები ქართული ლიტერატურით დაინტერესდნენ
გერმანელი, შვეიცარიელი და იტალიელი გამომცემცემლები ქართული ლიტერატურით დაინტერესდნენ
11:21 30.05.2017
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით, 29 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, თბილისს ევროპელი გამომცემლები სტუმრობენ. გერმანელი, შვეიცარიელი და იტალიელი გამომცემლები ცენტრის ორგანიზებულ რიგით მეშვიდე ლიტერატურულ ფორულ-დიალოგს დაესწრებიან და ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებს გაეცნობიან.

ერთი კვირის განმავლობაში 15 მსხვილი და მნიშვნელოვანი უცხოური გამომცემლობის წარმომადგენელი ქართველ კოლეგებთან, მთარგმნელებთან, კრიტიკოსებთან და ლიტერატურის აგენტებთან ერთად ქართული ლიტერატურის უცხოურ ენებზე თარგმნის პროცესზე, საზღვარგარეთ პოპულარიზაციასა და ქართული წიგნის ინდუსტრიის განვითარებაზე იმსჯელებენ. ლიტერატურულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი გერმანელი ესეისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი და გავლენიანი გერმანული გამოცემების Die Ziet და Der Tagesspiegel-ის კულტურის ჟურნალისტი გრეგორ დოთცაუერი.

ევროპელი სტუმრები ქართველ კოლეგებთან პირისპირ შეხვედრებზე სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელების პერსპექტივებსა და კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებების საავტორო უფლებების გაყიდვის საკითხებზე იმსჯელებენ, ასევე სამუშაო სესიების, პრეზენტაციებისა და დისკუსიების ფორმატში შეხვდებიან ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, თანამედროვე ქართველ ავტორებს, თბილისში გოეთეს ინსტიტუტის და სხვადასხვა კულტურულ-ლიტერატურული ინსტიტუციის წარმომადგენლებს. ადგილზე გაეცნობიან ქართული ლიტერატურის ისტორიას, განვითარებასა და მიმდინარე პროცესებს, ქართული საგამომცემლო სექტორის მუშაობას. მოინახულებენ სახელოვნებო და სამეცნიერო ცენტრებსა და მუზეუმებში დაცულ უნიკალურ კოლექციებს, მათ შორის, ეროვნულ მუზეუმის ოქროს ფონდს, ეროვნულ გალერეას, ლიტერატურის მუზეუმსა და კავკასიურ სახლს და სხვა.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიზანია, მსგავსი პროექტებით ხელი შეუწყოს ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანების რაოდენობრივ ზრდას და ქართველი ავტორების საზღვარგარეთ პოპულარიზაციას; ქართულ საგამომცემლო სფეროში სხვადასხვა პროფესიის განვითარებას; ქართველი გამომცემლების, ლიტერატურული აგენტების, მთარგმნელებისა და კრიტიკოსების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და უცხოელ კოლეგებთან საქმიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

ევროპელი გამომცემლების ვიზიტი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის გოეთეს ინსტიტუტი, კავკასიური სახლი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა