logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ჰარდ როკ კაფე თბილისმა საუკეთესო ქართული ბენდი გამოავლინა
ჰარდ როკ კაფე თბილისმა საუკეთესო ქართული ბენდი გამოავლინა
19:10 29.05.2017
The Pulse - ასე ჰქვია ქართულ ბენდს, რომელმაც „ჰარდ როკ კაფე თბილისის“ მიერ ორგანიზებულ ბენდების კონკურსში „„Hard rock rising“ გაიმარჯვა.

„Hard rock rising“ მსოფლიო ბენდების კონკურსია, რომელიც „ჰარდ როკ ინთერნეიშენალის“ ეგიდით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ტარდება. ამ კონკურსის შედეგად, ყველა მუსიკოსს მსოფლიო მასშტაბით შეუძლია, ჩაერთოს ბენდების ბრძოლაში და მიიღოს შანსი, დაუკრას დიდ სცენაზე . Hard Rock Rising აერთიანებს მთელს მსოფლიოს, პროექტში ჩართულია 125-ზე მეტი ჰარდ როკ კაფე. პროექტის ლოკალური გამარჯვებული იღებს ფულად ჯილდოს 1000$-ის ოდენობით და ეძლევა შანსი, გაემგზავროს რეგიონალურ კონკურსზე, საკუთარი ქვეყნის სახელით.

რეგიონალური გამარჯვებული იღებს 1,000 CD/DVD ჩანაწერს Bison Disc_ისგან და პროფესიონალური ინსტუმენტების კომპლექტს მთელი ბენდისთვის. საბოლოო გამარჯვებული კი იღებს შანს, გაემგზავროს მაიამი გარდენსში და შეასრულოს ჰარდ როკ სტადიონის სცენაზე.

ყველა ქვეყანას ჰყავს თავისი რჩეული ბენდები, რომლებიც შეირჩა წინასწარ დარეგისტრირებული ჯგუფებიდან. წინა კვირის დასასრულს კი თითოეულმა ჰარდ როკმა ფინალური ტურის გამარჯვებული ბენდი გამოავლინა. ჰარდ როკ კაფე თბილისის მიერ ორგანიზებულ კონკურსში 40-ზე მეტი ბენდი დარეგისტრირდა, საიდანაც 4 რჩეული გამოავლინდა. ესენი არიან: ბენდი The Pulse, Windshield, The Georgians, Bedford falls. კონკურსზე რეგისტრირებულთაგან, ონლაინ ხმის მიცემით, ერთი ბენდი შეირჩა - EverGreen.

25 მაისს „ჰარდ როკ კაფე თბილისში“ „Hard Rock Rising“ –ის ბოლო ფინალური ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ხუთი რჩეული ჯგუფი იღებდა. ჟიურის წევრების სახით საღამოს ესწრებოდა: კომპანია ბრავო რექორდსის პრეზიდენტი ზაზა შენგელია, ქართული როკის ლეგენდა ვახო ბაბუნაშვილი , მუსიკოსი ნინა სუბლატი, მუსიკოსი რობი კუხიანიძე და ბიზნესმენი ნიკა ხაზარაძე.

ჟიურიმ საზეიმო ვითარებაში გამოავლინა გამარჯვებული ბენდი The Pulse, რომელიც დაჯილდოვდა ფულადი პრიზით 1000$-ით და მოიპოვა შანსი, წარდგეს რეგიონალურ კონკურსზე საქართველოს და ჰარდ როკ კაფე თბილისის სახელით.
ჟიურის თქმით, გამარჯვებული ბენდი გამოირჩეოდა როგორც ვოკალური მონაცემებით, ასევე სხვა მრავალი მუსიკოსისა და ბენდისთვის აუცილებელი მახასიათებლით.

ჯგუფი "The Pulse" დაარსდა 2011 წელს, მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ფესტივალებზე როგორიცაა music for music, City of rock festival, Soundcheck festival,Mziuri Rockfest 2011/2012,newcomers 2013,Tbilisi open air 2014/2015, x factor georgia 2015, ჯგუფის ჟანრობრივი მიმდინარეობა არის ალტერნატივ როკი. ჰარდ როკ კაფე თბილისში იგეგმება გამარჯვებული ბენდი The pulse -ის რამდენიმე საღამო. გართობისა და მხირაულობის მოყვარულებს, ინფორმაცია ივენთების შესახებ შეუძლიათ მოიპოვონ, ჰარდ როკ კაფე თბილისის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. https://www.facebook.com/hrctbilisi/



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა