logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ჰოლანდიის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი ქართველ შემსრულებლებთან ერთად საქართველოში კონცერტებს გამართავს
ჰოლანდიის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი ქართველ შემსრულებლებთან ერთად საქართველოში კონცერტებს გამართავს
15:24 25.05.2017
საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური პროექტი Made in Georgia განხორციელდება, რომელშიც ცნობილი ჰოლანდილი და ქართველი მუსიკოსები და შემსრულებლები არიან ჩართული.

Netherlands Wind Ensemble (ჰოლანდიის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი) ჰოლანდიელი მუსიკოსებისგან შემდგარი ორკესტრია, რომელიც მსმენელს მდიდარ რეპერტუარს სთავაზობს სხვადასხვა ჟანრის მუსიკის ორიგინალური ინტერპრეტაციებითა და მრავალფეროვანი კულტურული თავისებურებებით.

NBE თანამშრომლობს არაერთ მუსიკოსთან, კომპოზიტორთან, პოეტთან თუ შემსრულებელთან მთელი მსოფლიოდან, რათა მუდმივად საინტერესო და განახლებადი პროგრამა შესთავაზოს მსმენელს. მათი საერთაშორისო პროექტი Made in…ამჯერად საქართველოში ჩამოდის და ქართველ მუსიკოსებს აერთიანებს. ნიაზ დიასამიძე, ლევან ცხადაძე, გორის ქალთა გუნდი, ანჩისხატის გუნდი და ფოლკლორული ანსამბლი ადილეი NBE-სთან სპეციალურ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებენ ქართველ მსმენელს.
კონცერტები საქართველოში რამდენიმე ადგილას ჩატარდება:

• 25 მაისს, 18:00 საათზე - კონსერვატორიის დიდი დარბაზი (ბილეთები იყიდება);
• 26 მაისს, 21:15 საათზე - ვაკის პარკი, კლუბი 33 ა (დასწრება თავისუფალია);
• 27 მაისს, 20.00 საათზე - ლოპოტას ტბის დასასვენებელი კომპლექსი (დასწრება თავისუფალია);
• 28 მაისს, 19.00 საათზე - თელავის თეატრი (დასწრება თავისუფალია).
საკონცერტო ტურნეს დასრულების შემდეგ NBE-ის შემოქმედებითი ჯგუფი სპეციალურ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს საქართველოში მათი მოგზაურობის შესახებ, რომლის პრემიერაც ჰოლანდიაში შემოდგომაზე გაიმართება. შემოდგომაზე, ასევე, დაგეგმილია საკონცერტო ტურნე ჰოლანდიის რამდენიმე ქალაქში, რომელშიც ქართველი მუსიკოსები და შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. 5-დან 19 ოქტომბრამდე ჰოლანდიის რამდენიმე ქალაქში 10 კონცერტი ჩატარდება, მათ შორის, ამსტერდამში, უტრეხტში, ედეში, ჰარლემში, ჰააგაში და ტილბურგში.

Netherlands Wind Ensemble 1961 წელს დაარსდა. 1988 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ცნობილი ჰოლანდიელი მუსიკოსი, ჰობოისტი ბარტ შნეენმანია, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა NBE-ის ტრანსფორმაციაში და მისი პროგრამები მულტიკულტურული და მრავალფეროვანი გახადა. სცენაზე NBE-ის მუსიკოსები გამოირჩევიან განსაკუთრებული ვირტუოზულობითა და იმპროვიზაციით, რაც მათ მსმენელს აღაფრთოვანებს. გარდა საკონცერტო მოღვაწეობისა, NBE-ის აქვს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, ანსამბლის წევრები ახალგაზრდა ტალანტებს წარმატების მიღწევაში ეხმარებიან. NBE-ის განსაკუთრებული კავშირები აქვს ჰოლანდიის სამეფო ოჯახთან.

პროექტის Made in Georgia მხარდამჭერები არიან ჰოლანდიის საელჩო საქართველოში, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თიბისი ბანკი, სასტუმრო Grove Design Hotel, ჟურნალი Georgia To See და ლოპოტას ტბის დასასვენელი კომპლექსი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა