logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ხელოვნების სასახლის “უკვდავთა ბაღში“ დღეს გივი ბერიკაშვილის ბიუსტი დაიდგმება
ხელოვნების სასახლის “უკვდავთა ბაღში“ დღეს გივი ბერიკაშვილის ბიუსტი დაიდგმება
11:15 18.05.2017
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ დღეს გივი ბერიკაშვილის ბიუსტი დაიდგმება.

მოქანადაკე თემურ ჭყონიამ - გივი ბერიკაშვილის მეგობარმა, მისივე სიცოცხლეში შექმნა მსახიობის სკულპტურული პორტრეტი, რომელიც თბილისის მერიის ხელშეწყობით, ბრინჯაოში ჩამოისხა.

18 მაისს, გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღისთვის, ბიუსტის გახსნასთან ერთად, წარმოდგენილი იქნება გივი ბერიკაშვილის ფოტოები.

საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი გივი ბერიკაშვილი 10 აპრილს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გივი ბერიკაშვილმა 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო სოხუმის თეატრში, შემდეგ იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრი, შემდეგ რუსთავის თეატრის დამაარსებელთა შორის გახლდათ, სხვა მის კოლეგა-თანამოაზრეებთან ერთად გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, ხოლო 1976 წლიდან დღემდე კვლავ მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო.

დაუვიწყარია მის მიერ განსახიერებული სცენიური სახეები მეფე ერეკლე, მიტუა, ალექსანდრე ჩინჩახელი, ტიგრან გულოიანი, ბულიკა, ლალე, ჯენარო, ბონდო ლანჩავა, ლუარსაბ თათქარიძე, ფოლსტაფი, მილერი, ლელთ ღუნია, ვასილ ახმეტელი, სენიორ ბალბოა და მრავალი სხვა.

მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა მისი გმირები კინოფილმებში: „ლონდრე“, „სიყვარული ყველას უნდა“, „ღვინის ქურდები“, „პეპელა“, „სამოთხის გვრიტები“, „მიჯაჭვული რაინდები“ და მრავალი სხვა.

მარჯანიშვილის თეატრის წინ 2008 წელს გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი, გამოიცა წიგნი „სახალხო არტისტი - გივი ბერიკაშვილი“.

იგი იყო ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე. შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდოს „ხელოვნების ქურუმი“ მფლობელი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა