logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხვალ გამოფენა-,,XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმი და იარაღი“ გაიხსნება
მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხვალ გამოფენა-,,XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმი და იარაღი“ გაიხსნება
18:03 17.05.2017
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ხვალ, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მუზეუმის წლიურ ანგარიშს წარმოადგენს. ჟურნალისტებისათვის კი მოეწყობა ექსკლუზიური ტური გამოფენაზე ,,XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმი და იარაღი“.
მუზეუმის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენაზე ერთგვარად გაცოცხლდება XVIII-XX საუკუნეების ეპოქა. ქალისა და მამაკაცის კოსტიუმები წარმოაჩენს ქართული სამოსის მრავალფეროვნებას, მის სახესხვაობას მასალის, ფერის, შემკულობისა და ორნამენტიკის მიხედვით. ქართულ-კავკასიური ტექნოლოგიით დამზადებული იარაღ-საჭურველი კი დამთვალიერებელს მის ისტორიასა და ნაირსახეობას გააცნობს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კოლექციებში დაცული XVIII-XX საუკუნეების ქალაქური – თბილისური, აღმოსავლეთ, სამხრეთ-დასავლეთ, დასავლეთ საქართველოს მთისა და ბარის მამაკაცისა და ქალის ჩაცმულობის ნიმუშები. სამოსთან ერთად, გამოიფინება სამკაულები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები – ავეჯი, მუსიკალური საკრავები, საოჯახო ჭურჭელი, ცხენის აღკაზმულობა და სხვა, რაც დამთვალიერებელს ერთიან წარმოდგენას შეუქმნის საქართველოს რეგიონების ყოფით თავისებურებებზე.
თეიმურაზ II–ის სამეფო კაბა, ნინო გურიელის ქართული კაბა, თეკლა ბატონიშვილის საკერავი მანქანა, კავკასიის მეფისნაცვლის ალექსანდრე ბარიატინსკის ხალათი, მიხაი ზიჩის მოხატული დაირა, აფხაზი და ინგილო ქალის ჩაცმულობები – ეს იმ ექსპონატთა მცირედი ჩამონათვალია, რომელიც დამთვალიერებლის განსაკუთრებულ ყურადღებას მიიპყრობს.
ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება XVIII-XX საუკუნეების ქართული იარაღ-საჭურველის გამორჩეული კოლექცია, რომელიც განვითარების ეტაპების მიხედვით წარმოაჩენს ქართულ-კავკასიური ტექნოლოგიით დამზადებულ 150-ზე მეტ ეთნოგრაფიულ ექსპონატს. მათ შორისაა სხვადასხვა სახის შემტევი და თავდასაცავი იარაღი: ხმლები, ხანჯლები, ლახტები, გურზები, ჯაჭვის პერანგები, თოფები, კაჟიანი და ფისტონიანი დამბაჩები. კოლტის, ლეფოშეს, გასერის, სმიტ-ვესონისა და ნაგანის სისტემის რევოლვერები, რომლებიც პოპულარობით სარგებლობდა და აქტიურად გამოიყენებოდა XIX საუკუნის საქართველოში.
ფართო საზოგადოებისათვის პირველად გამოიფინება XVIII-XIX საუკუნეების საიმპერატორო მეიარაღის გიორგი ელიზარაშვილის და მთელ კავკასიაში ცნობილი ცივი იარაღის ოსტატის – იდრისის ნახელავი ხანჯლები.
გამოფენაზე განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მეფე-მთავართა მემორიალურ ნივთებს, ასევე ერეკლე მეორისა და თეიმურაზ მეორის ზარბაზნებს. ექსპონირებულია 2014 წელს, თბილისში, ქვევრში აღმოჩენილი, 192 სმ სიგრძის ზარბაზანი. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ კრწანისის ბრძოლის დროს დავით ბატონიშვილმა ზარბაზნები ხევში გადაყარა ,,გადამალა”, რათა მტერს ხელში არ ჩავარდნოდა. სავარაუდოა, რომ აღნიშნული ზარბაზანიც კრწანისის ბრძოლის დროს უნდა იყოს ქვევრში ,,გადამალული’’.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა