logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მსჯავრდებულთა მონაწილეობით რუსთაველის თეატრში სპექტაკლი „12 განრისხებული მამაკაცი“ გაიმართა
მსჯავრდებულთა მონაწილეობით რუსთაველის თეატრში სპექტაკლი „12 განრისხებული მამაკაცი“ გაიმართა
22:06 16.05.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, მსჯავრდებულთა მონაწილეობით სპექტაკლი „12 განრისხებული მამაკაცი“ გაიმართა.

ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე; საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე; მთავრობის წევრები; დეპუტატები; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სპექტაკლის მონაწილე მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ. სტუმრებთან ერთად, მაყურებლების რანგში 120-მდე მსჯავრდებულიც იყო.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპექტაკლის მონაწილეებს ოჯახებში მალე დაბრუნება უსურვა.

„შეიძლება, ილაპარაკო თამამი სიტყვებით, ბევრი რამ თქვა, მაგრამ ძალიან მძიმე და დიდი ემოციებით დატვირთული სპექტაკლი იყო. მინდა ვთქვა, რომ საოცარი ქვეყანა ვართ, სადაც ასეთი რამეები ხდება, სადაც პატიმრები ასეთი ემოციებით დატვირთულ და ადამიანურ სპექტაკლს დგამენ. მინდა, პირველ ყოვლისა, ყველა მათგანს, ვინც დღეს სპექტაკლში მონაწილეობდა, ვუსურვო ოჯახებში მალე დაბრუნება და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, მსგავის სახის აქტივობებსა და ღონსიძიებებში ჩართვა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ყველაზე კარგი გზაა. მან მადლობა გადაუხადა სპექტაკლის სტუმრებს, მონაწილეებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელი ღონისძების ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა.

„დღეს უპრეცედენტო შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როცა რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებულებმა ითამაშეს. მონაწილეებმა საკუთარ თავზე ბევრი იმუშავეს, სპექტაკლი შედგა და მაყურებლების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. რაც მთავარია, დარბაზში მის უწმინდესობასთან, პრემიერთან, მთავრობის წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვა სტუმრებთან ერთად, სპექტაკლს უყურებდნენ მსჯავრდებულებიც, როგორც ქალი, ასევე, მამაკაცი პატიმრები. დარბაზში იყვნენ მონაწილე მსჯავრდებულთა ახლობლები და ოჯახის წევრები“, - განაცხადა კახა კახიშვილმა, რომელიც სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მონაწილე და მაყურებელ მსჯავრდებულებს გაესაუბრა და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.

კათოლიკოს-პატრიარქმა მსჯავრდებულები დალოცა და ჯვრებით დაასაჩუქრა. მათ საჩუქარი რუსთაველის თეატრის დირექტორისგან გიორგი თევზაძისგანაც მიიღეს - რუსთაველის თეატრის ალბომი. ასევე, რეპეტეციის დროს მსჯავრდებულებს სიურპრიზის სახით, სცენაზე რობერტ სტურუას რეჟისორობით რუსთაველის თეატრში დადგმული „12 განრისხებული მამაკაცის“ მონაწილე მსახიობები დახვდნენ.

მამაკაც მსჯავრდებულთა მონაწილეობით თეატრალური დასი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩამოყალიბდა. მოგვიანებით, მთლიანი დასი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ რიგებს რამდენიმე მსჯავრდებული აღნიშნული დაწესებულებიდანაც შეუერთდა. „12 განრისხებული მამაკაცის“ ადაპტირებული სცენარი და რეჟისურა, ასევე, მუსიკა მსჯავრდებულებს ეკუთვნით. დამდგმელი რეჟისორია გურამ ბრეგაძე. სპექტაკლში სულ 18 მსჯავრდებული მონაწილეობდა, რომელთა შორის რამდენიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

სპექტაკლის პარალელურად, რუსთაველის თეატრის ფოიეში მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო, რომელიც პრემიერმა და ღონისძიების სხვა სტუმრებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან კახა კახიშვილთან ერთად დაათვალიერეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა