logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბათუმში გამოფენა “EXPO BATUMI 2017” დასრულდა
ბათუმში გამოფენა “EXPO BATUMI 2017” დასრულდა
17:35 16.05.2017
„ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის“ მე-10 საერთაშორისო გამოფენა “EXPO BATUMI 2017” დასრულდა. ხულოს მუნიციპალიტეტი ფესტივალში აქტიურად იყო ჩართული. სპეციალურად ფესტივალისთვის დამზადებული იქნა ისტორიული მემკვიდრეობისა და ტურისტული ობიექტების სარეკლამო ბუკლეტები და ფლაერები. მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურის ამსახველი ფოტო და ვიდეო ჩვენება, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების ფოტოგამოფენა. წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონატები და ადგილობრივი კულინარია. ღონისძიების დასკვნით ნაწილში ხულოს მუნიციპალიტეტი სპეციალური სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

„ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის“ მე-10 საერთაშორისო გამოფენა ‘EXPO BATUMI 2017’ -ის გეოგრაფია ყოველწლიურად იზრდება და რეგიონისთვის სულ უფრო მეტი შედეგის მომტანი ხდება. მასში როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გასტრონომია, ფოლკლორი, ხელნაკეთი ნივთები და საინფორმაციო მასალები. დაინტერესებულ დამთვალიერებელს და ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს შეეძლოთ გაცნობოდნენ საქართველოს სხვადასხვა ტურისტული ობიექტების, დაცული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების შესახებ განახლებულ ინფორმაციას.
„EXPO BATUMI 2017“ წელს წარმოდგენილი იყო საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ირანი, პოლონეთი. გამოფენის ფარგლებში გაიმართა სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან. "EXPO BATUMI 2017" ის მხარდამჭერია - აჭარის მთავრობა, ქალაქ ბათუმის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, ბათუმის ავტოტრანსპორტი , საქართველოსა და აჭარის გიდების ასოციაციაციები, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა