logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ვენეციის ბიენალეზე“ ქართულმა პავილიონმა დამთვალიერებელთა ინტერესი გამოიწვია
„ვენეციის ბიენალეზე“ ქართულმა პავილიონმა დამთვალიერებელთა ინტერესი გამოიწვია
11:21 15.05.2017
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს პავილიონი პროექტით, „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ წარსდგა. პროექტმა დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. ინსტალაციის მთავარი ნაწილია ძველი იმერული ოდა, რომელსაც პროექტის ავტორმა ვაჟიკო ჩაჩხიანმა ჭიათურასთან ახლოს მდებარე სოფელში მიაკვლია. ნამუშევრის თემაა ადამიანისა და ბუნების ურთიერთგავლენა და მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მძიმედ აწევს ადამიანს სოციალური, პოლიტიკური თუ ისტორიული გარემოებების ტვირთი, რომელიც გავლენას ახდენს ცხოვრების შესახებ ადამიანთაწარმოდგენებზე.

პროექტის კურატორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და მწერალი იულიან ჰეინენი, რომელიც 2003–2005 წლებში იყო გერმანიის ეროვნული პავილონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე და 2008 წელს შანხაის ბიენალეს ერთ-ერთი კურატორი. ამჟამად, ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში.

ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში წელს 2017 წლის 13 მაისიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, იტალიის რესპუბლიკაში, ვენეციაში იმართება. წლევანდელი გამოფენის მთავარ თემას წარმოადგენს “VIVA ARTE VIVA” (კურატორი კრისტინ მასელი). VIVA ARTE VIVA კონცეფცია აერთიანებს ყველა თაობისა და წარმოშობის ხელოვანს. გამოფენა მიზნად ისახავს წარმოაჩინოს ექსტრავერტირებული მიმართულებების, ცნობადი ადგილების და ყველაზე უცნობი განზომილებების გამოცდილება, რაც ნეოჰუმანიზმისაკენ მიმავალ გზებს გვიჩვენებს.

„ძალიან სასიხარულოა, რომ უამრავი სხვადასხვა ქვეყნის პავილიონს შორის, ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ქართულ პავილიონს ჰყავდა. ქართულმა პროექტმა თავისი ორიგინალობითა და თვითმყოფადობით, ძალიან დიდი ყურადღება დაიმსახურა და ეს არის ძალიან დიდი წარმატება. ის აუცილებლად გამოადგება ქვეყანას ყველა მისი დიდი მიზნის მიღწევაში“,- განაცხადა კახა სიხარულიძემ, საქართველოს ელჩმა იტალიაში, რომელიც პავილიონის გახსნას ესწრებოდა.

„ველოდებით ძალიან სერიოზულ შედეგებს. როგორც ჩანს, ძალიან წარმატებული პავილიონი იქნება. პუბლიკის რაოდენობისა და ინტერესის გათვალისწინებით, შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ წელს ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეზე ძალიან წარმატებული იქნება,“ - განაცხადა ანა რიაბოშენკომ, ვენეციის ბიენალეს ქართული პავილიონის კომისარმა.

„ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ნახტომი ქართველი არტისტის, ვაჟიკო ჩაჩხიანის კარიერაში. ვამაყობთ, რომ მას ამ წარმატების მიღწევაში დავეხმარეთ,“- განაცხადა თამარ კირვალიძემ, თიბისი ბანკის მედია კომუნიკაციებისა და საგარეო ურთიერთობების დირექტორმა.

ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში -„არსენალეზეა“ განთავსებული, რომელიც შენობაში Artiglierie 115 კვ.მ. ფართობის სივრცეს მოიცავს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა