logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ChekinIn Georgia-იას ფარგლებში საქართველოში SOU Festival 2017 ტარდება
ChekinIn Georgia-იას ფარგლებში საქართველოში SOU Festival 2017 ტარდება
15:08 12.05.2017
15 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით CheckIn Georgia ფარგლებში თბილისში თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის დეტალები SOU Festival 2017 ორგანიზატორებმა დღეს მედიის წარმომადგენლებს "Rooms Hotel Tbilisi"-ში გააცნეს. პრესკონფერენციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან ესწრებოდა სამინისტროს წარმომადგენელი მაია გიორგაძე.
„პროექტი “Check in Georgia” უკვე მეორე წელია ხორციელდება. წელს ამ პროექტის ქოლგის ქვეშ შედის SOU ფესტივალი, რომელიც თავისი მასშტაბურობით პირველია ამიერკავკასიაში. დარწმუნებულივარ, რომ პროექტი ძალიან წარმატებული იქნება და დიდ დაინტერესებას გამოიწვევს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მსმენელს შორის. შესაბამისად, ეს გამოიწვევს ტურისტული ნაკადის ზრდას ჩვენს ქვეყანაში“-განაცხადა გიორგაძემ.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია / Georgian National Tourism Administration, თბილისის მერია / Tbilisi City Hall, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში /Deutsche Botschaft Tiflis, გოეთეს ინსტიტუტი / Goethe Institut, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო / Embassy of Kingdom of Netherlands, აშშ-ის საელჩო საქართველო / U.S. Embassy in Georgia, Turkish Airlines, Expo Georgia;
წლევანდელი პროგრამა ჟანრების ფართო სპექტრს მოიცავს და მსმენელს მუსიკალური ექსპრესიის მრავალ ახალ მეთოდს წარუდგენს. ფესტივალი მოიცავს თბილისსა და რუსთავში თეატრალურ და სამუსიკო, ასევე საგამოფენო სივრცეებს. წლევანდელისეზონის სახელია – „სხვაზღვა“.
ფესტივალი 15 მაისს გაიხსნება. თბილისის ცირკის არენაზე ქართველი არტისტიTete Noise, სიმებიან კვარტეტთან ერთად „The Stringers” დაუკრავს. 5 ივლისს SOU 2017 ის დახურვის დღეს კი, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სცენაზე ჰაცუნე მიკუს და კიიჩ იროშიბუიას ვოკალოიდური ოპერა „დასასრული“ იქნება წარმოდგენილი.
Check In Georgia საქართველოში წელს მეორედ ტარდება. პროექტი ხელს უწყობს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაზე, ტურისტული ნაკადების ზრდაზე, ეკონომიკურ წინსვლასა და ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების ზრდაზე იქნება ორიენტირებული. ამასთან, პროექტი წამახალისებელი ფაქტორი იქნება საქართველოში საქმიანი და კულტურული ტურიზმის ზრდისა და განვითარებისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა