ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს 90-იანების მუსიკალური საღამო გაიმართება. ღონისძიებაში
მონაწილეობას მიიღებენ პანჩო, ნიკოლშოუ, ქუჩის ბიჭები, მარიკა თხელიძე, თიკა ჯამბურია, თიკა ფაცაცია, ირმა სოხაძე, დათო ხუჯაძე და რომა რცხილაძე.
საღამოს დუტა სხირტლაძე წაიყვანს.
თსუ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე დაწესებული დრესკოდის თანახმად, მომღერლები და მსმენელები 90-იანების სტილში იქნებიან ჩაცმულები.
კონცერტი 19.00 საათზედაიწყება.

















