ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ 90-იანების მუსიკალური საღამო გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პანჩო, ნიკოლშოუ, ქუჩის ბიჭები, მარიკა თხელიძე, თიკა ჯამბურია, თიკა ფაცაცია, ირმა სოხაძე, დათო ხუჯაძე და რომა რცხილაძე.
საღამოს დუტა რცხილაძე წაიყვანს.
თსუ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე დაწესებული დრესკოდის თანახმად, მომღერლები და მსმენელები 90-იანების სტილში იქნებიან ჩაცმულები.
კონცერტი 19.00 საათზედაიწყება.

















