იუნესკოს კომიტეტი დღეს სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილ სხდომაზე, კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლებთან
ერთად, გელათისა და ბაგრატის ერთობლივი კომპლექსის საკითხზეც იმსჯელებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, საქართველო ამ კომიტეტის წევრი არ არის და ამდენად, დებატებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მისი თქმით, დებატებში კომიტეტის წევრი 21 ქვეყანა ჩაერთვება.
მისივე თქმით, პეტერბურგში იმყოფება საქართველოს დელეგაცია ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენელთა ხელმძღვანელობით. სხდომაზე ქართულ მხარეს თავისი პოზიციის და აზრის გამოხატვის საშუალება ექნება.

















