კინოთეატრ „რუსთველის“ მესამე დარბაზში დღეს მუსიკოს რომა რცხილაძის ცნობილი სიმღერის „ვარსკვლავების“ ახალი ვარიანტის პრეზენტაცია გაიმართება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მაყურებელი კლიპის ქართულ და ინგლისურენოვან ვერსიას იხილავს.
სიმღერას რომა რცხილაძე და ნუცას სკოლის წინა სეზონის მონაწილე, დამწყები მომღერალი თიკო ანდღულაძე შეასრულებს.
სიმღერის ახალი ვერსია სტუდია „ანდღოში“ ჩაიწერა. კლიპი ზღაპრის ფორმატში საგურამოსა და ზედაზენის ტყეებშია გადაღებული.
კლიპის რეჟისორი ზურა მენთეთაშვილია.

















