logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისი მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის მე-5 სეზონს მასპინძლობს
თბილისი მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის მე-5 სეზონს მასპინძლობს
13:26 04.05.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 4-დან 8მაისის ჩათვლით თბილისში „Mercedes-BenzFashionweek“ გაიმართება. თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში «MOMA” 2017 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს 42 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარმოადგენს.

როგორც წინა სეზონზე, ამჯერადაც „Mercedes-BenzFashionweek“-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორიასსიპ „აწარმოე საქართველოში“, რომლისდახმარებით საქართველოს გავლენიანი და მსოფლიოში ცნობილი მყიდველები (ე.წბაიერები) ესტუმრებიან ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: LA RINASCENTE, SV Moscow, BoldConceptStore, Lambert&Associates, BoldConceptStore, LONDON, RIJOUX, KUZNETSKY MOST, f-peopleConceptStore, SAUVAGE GROUP, BoscoDiCilegi / Moscow და ა.შ

აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი კვირეული გამოირჩევა ექსპოზიციებისა და შოუების განსაკუთრებული მრვალფეროვნებით. განსხვავებული განათება, გახმოვანება, ინსტალაციები, მუსიკა და სივრცე დიზაინერებს საშუალებას მისცემს წარმოაჩინონ მოდა, როგორც ხელოვნება და დააფიქრონ საზოგადოება, სად გადის ზღვარი ხელოვნებასა და მოდის დიზაინს შორის. ჩვენებების და გამოფენების უმრავლესობას თანამდროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს. რამდენიმე დიზაინერმა საკუთარი კოლექციის წარმოსადგენად განსხვავებული სივრცე აირჩია: რუსთაველის და სამეფო უბნის თეატრები, მწერალთა სახლი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, აბრეშუმის მუზეუმი, სასტუმროები "ROOMS", „თბილისი მერიოტი”, გუდიაშვილის სკვერი და ფუნიკულიორი.
5მაისს სასტუმრო "რუმსში" მოდის სფეროში მსოფლიოს წამყვანი კომპანია "Lambert&Associates"-ს ექსპერტი პაოლა ალვეა დიზაინერებისთვის სპეციალურ სემინარს ჩაატარებს და საერთაშორისო გაყიდვების კუთხით მათ რჩევებს მისცემს.
მთელი მსოფლიოდან თბილისში თავმოყრილ მოდის კრიტიკოსებს და ბაიერებს თავის კოლექციას, სპეციალური სტუმრის სტატუსით «Mercedes-BenzFashionweekMadrid»-ის გაცვლითი პროგრამის რჩეული, ესპანელი დიზაინერი ხუან კარლოს პაჰარესი წარუდგენს. მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ თბილისშიც დასახელდება ის დიზიანერი, რომელიც მონაწილეობას ასეთივე გაცვლითი პროგრამით სხვა ქვეყნის მოდის კვირეულში მიიღებს.
"აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით საქართველოში გამართულ მოდის კვირეულებს უცხოელი მყიდველები მუდმივად სტუმრობენ, რაც შემოქმედებითი ინდუსტრიის ფარგლებში, ხელს უწყობს ქართველი დიზაინერებისა და მათი პროდუქციის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ის ფაქტი, რომ ქართველი დიზაინერების პროდუქცია უკვე იყიდება ისეთ ტრენდულ და მოდის სამყაროში ცნობილ ვებგვერდებზე, როგორებიცაა Farfetch და Modaoprandi.

რამდენიმე წარმატებული მოდის კვირეულის შემდეგ თბილისი მსოფლიო მოდის დედაქალაქების სიას შეუერთდა დაMercedes-BenzFashionweek-ის მსოფლიო კალენდარშიც შევიდა. წინა სეზონზე გამართულ მოდის ჩვენებებს 300-ზე მეტი პუბლიკაცია და რეპორტაჟი მოჰყვა. მოდის კრიტიკოსებმა თბილისს აღმოსავლეთ ევროპის მოდის დედაქალაქი უწოდეს და ნიჭიერი დიზაინერების გასაცნობად თბილისისკენ ბილეთის ყიდვა ურჩიეს. Elle, Vogue, Grazia , Harper’sBazaar, OnlineForbes, MarieClaire ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ბლოგერები და რედაქტორები სულ მალე ისევ საქართველოს დედაქალაქში მოიყრიან თავს"-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა