ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა პატარებისათვის ქართული
ხალხური ზღაპრის მიხედვით წარმოადგინა თოჯინების თეატრი „მამალი და კატა“.
როგორც ქარელის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში აცხადებენ კულტურის ცენტრის წარმომადგენლები მუდმივად ცდილობენ გაახარონ პატარები და ახალ-ახალი წარმოდგენები შესთავაზონ.

















