საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის „ქართული სუვენირების“ ფარლებში, სიონის სკვერში დღეს გამოფენა-გაყიდვა ქართული ფოლკლორული
კონცერტის თანხლებით გაიმართება.
წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა შეხვდება და ღია ცის ქვეშ ექსპოზიციას დაათვალიერებს.
„ქართული სუვენირების გამოფენა“ ძველ თბილისში, სიონის სკვერში, ქართული ფოლკლორის კონცერტის თანხლებით, 11:00 საათიდან 21:00 საათამდე გაგრძელდება. 35 მხატვარი 700-მდე ნამუშევარს გამოფენს.
კონცერტს კი, სამხატვრო აკადეემიის ანსამბლი „მოძახილი“ და Georgian Brass გამართავენ. გარდა ამისა, სტუმარი ადგილზე გაეცნობა თიხის ქოთნის გამოყვანის, მატყლის თელვის, ხალიჩის ქსოვის, ქსოვილის მოხატვის პროცესებს.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პროექტი - „სუვენირები საქართველოდან“ ხალხური რეწვის მრავალი ავტორის ნამუშევარს მოიცავს.