logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თსუ-ში ელდარ შენგელაიას საღამო გაიმართა
თსუ-ში ელდარ შენგელაიას საღამო გაიმართა
10:00 16.03.2017
„მე ვარ ბედნიერი. დღეს ამ ახალგაზრდებს რომ ვუყურე დავრწმუნდი, ჩვენი მომავალი იქნება ლამაზი და კარგი. მივხვდი, რომ განათლებული ახალგაზრდობა გვყავს. ძალიან გახარებული ვარ ამ მნიშვნელოვანი საღამოთი, ყველას დიდი მადლობა“,-განაცხადა ელდარ შენგელაიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საღამოზე. სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მოსწავლეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ცნობილი კინორეჟისორის დამსახურება საზოგადოების წინაშე.

ელდარ შენგელაია წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოხელოვნების კათედრას, რომლის ორგანიზებითაც კინორეჟისორის შემოქმედებითი საღამო მოეწყო.

უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური და ორგანიზაციული მოღვაწეობისთვის, დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ელდარ შენგელაია ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დააჯილდოვა.

საღამოს უძღვებოდა ცნობილი კინორეჟისორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ტელე-კინო ხელოვნების კათედრის ხელმძღვანელი მერაბ კოკოჩაშვილი. როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდების ემოციამ და კითხვებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ უყვართ და აინტერესებთ ელდარ შენგელაიას შემოქმედება. „ელდარმა თავისი გამოსვლა დაასრულა სიყვარულზე საუბრით, მან თქვა - თუ გიყვართ ცხოვრება, თუ გიყვართ ადამიანი, თუ მზად ხართ ყველაფერი სიყვარულით აკეთოთ, მაშინ ყველაფერი გამოვა. მინდა გითხრათ, რომ მან მთელი სიცოცხლე ასე იცხოვრა. ამიტომაა მისი ფილმები დაუვიწყარი.“-განაცხადა მერაბ კოკოჩაშვილმა.

„მინდა ახალგაზრდებმა კარგად გაითავისონ- რაც საქართველოს ჭეშმარიტად აქვს ეს არის კულტურა და ხელოვნება, რითაც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ მსოფლიო ცივილიზაციაში. და სწორედ ამ კულტურის დიდი გამოხატულებაა ელდარ შენგელაიას შემოქმედება. ძალიან გამახარა ახალგაზრდების მხრიდან წამოსულმა ინტერესმა, რომელიც არ იყო მოჩვენებითი.“-აღნიშნა კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ.

უნივერსიტეტის საღამოზე ნაჩვენები იყო ნაწყვეტები მისი ფილმებიდან, აგრეთვე, ახალი ფილმის „სავარძელი“ ტრეილერი, რომლის პრემიერაც ახლახანს გაიმართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა