ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის
უფროსმა ვასილ ბაქრაძემ და ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელძღვანელმა ლალი ქვრივიშვილმა, საბავშვო სანიმუშო სახალხო ანსამბლ „ქარელი“ -ს მოცეკვავეებსა და ქორეოგრაფს ვახტანგ ბართიას ასოციაცია საქართველოს კულტურის განვითარებისა და აღორძინების ცენტრის მიერ დაწესებული მედლები და სიგელები გადასცეს.
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქორეოგრაფი ქალაქ თბილისში გამართულ საშობაო კონცერტზე მიღწეული წარმატებისათვის დაჯილდოვდა.

















