ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, კულტურის ცენტრში ღონისძიება ,,პოეზიის დღე“
გაიმართა.
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა. ამ იდეის ინიციატორები ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ვასილ ბაქრაძე და პოეტი ჯარჯი შუქიაური არიან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, მწერალთა კავშირის წარმომადგენლობა, ყველა თაობის პოეტი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ღონისძიებაში მონაწილე ყველა პოეტს გადაეცა სიგელი, ხოლო პოეზიაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ: ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტისსამსახური და ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებების გაერთიანება. ამავე ღონისძიებაზე დაჯილდოვდა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მწერალთა შემოქმედებითი კავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ გამოვლენილი ხუთი ფინალისტი, რომელთაც გადაეცათ სიგელები, შოთა რუსთაველის საიუბილეო კალენდარი და ფულადი ჯილდო.
საღამო მუსიკალურად გააფორმა ბენდმა „აკრძალული ხილი“ და მამაკაცთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ქარელი“.

















