იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სარესტავრაციო ლაბორატორიაში, საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში
დაცული დოკუმენტაციის რესტავრაცია მიმდინარეობს.
სპეციალისტები ამჟამად 1 123 წლით დათარიღებულ შიო მღვიმის მონასტრისადმი დავით აღმაშენებლის ანდერძზე მუშაობენ. დოკუმენტის მიხედვით დავით აღმაშენებელმა შიო მღვიმის ეკლესიას შესწირა რამდენიმე სოფლის შემოსავალი და საეკლესიო ნივთები.
ლაბორატირია სარესტავრაციოდ გადაეცა ეტრატზე შესრულებული კიდევ ორი საბუთი, მათ შორის რუსეთის იმპერატორის ეკატერინე მეორის მიერ გაცემული წუალობის სიგელი თავად სიმონ ხეხეულიძისადმი და ნიკოლოზ პირველის მიერ 1839 წელს გაცემული დოკუმენტი ზაქარია ხერხეულიძისამდი, რომლითაც განუახლა თავადობის დამადასტურებელი მოწმობა.
გარდა ამისა, მიმდინარეობს ქართული ძველი საბუთების დედნების კოლექციის 81 დოკუმენტის რესტავრაცია. საბუთები მოიცავს XVIII საუკუნისა და XIX საუკუნის პირველი მეოთხედის მასალას - მეფეთა წყალობის, ნასყიდობის, განაჩენის, ვალის წიგნებს, აგრეთვე ოქმებსა და წერილებს - როგორც საქმიან ისე პირადს.

















