„თიბისი გალერეაში“ ხვალ მხატვარ ლულუ დადიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლულუ
დადიანის მიერ სხვადასხვა დროს, 1990-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი 30-მდე ნამუშევარი.
როგორც „ნიუსპრესს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ექსპოზიცია ლულუ დადიანის ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობის რეტროსპექტივაა.
გამოფენა „თიბისი გალერეაში“ ხვალ 19:00 საათზე გაიხსნება.

















