საქართველოს ეროვნული მუზეუმში, ხვალ საქართველოს ეროვნული არქივისა და კორნელი კეკელიძის სახელობის
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, შუა საუკუნეების საგანძურის განახლებულ გამოფენა გაიხსნება.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დამთვალიერებელს პირველად მიეცემა შესაძლებლობა, იხილოს დავით აღმაშენებლის ანდერძის
ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ორიგინალის ფრაგმენტი, დაწერილი შარვანში გალაშქრების წინ და ანდერძის ალექსანდრე როინაშვილის
მიერ 1895 წელს გადაღებული მინის ნეგატივის ასლი.
გამოფენაზე, ასევე, პირველად იქნება წარმოდგენილი დავით აღმაშენებლის ხელრთვების პალეოგრაფიული პირები.
გამოფენა 15:00 საათზე გაიხსნება.

















