საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ბულგარეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო დღეს მემორანდუმს გააფორმებენ.
მემორანდუმი საქართველოსა და ბულგარეთს შორის კულტურის, ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობის, ლიტერატურისა და კინემატოგრაფიის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას ითვალისწინებს.
მას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და ბულგარეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ვეჟდი ლეტიფ რაშიდოვი მოაწერენ ხელს.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბულგარეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ვეჟდი ლეტიფ რაშიდოვი თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ეროვნულ მუზეუმს დაათვალიერებს, გამგზავრებამდე კი - მცხეთას ესტუმრება.

















