დღეს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „Puncum Contra Puncum“ გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის მიზანია ქვეყნაში ლოკალური სახელოვნებო პლატფორმის შექმნა, საერთაშორისო პროექტების დაგეგვმა და მათი განხორციელება საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.
გამოფენის გარდა, მოეწყობა ტურები საქართველოს რამდენიმე რეგიონში. პროექტი ითვალისწინებს ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების დათვალიერებას, ვორკშოპებს, შეხვედრებს და ვიზიტებს მხატვართა ატელიეებში.
პროექტში 15 ქვეყანა მონაწილეობს.
გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლის დაცვის სამინისტრო და „არტკონტაქტ თბილისი“.

















