საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ხვალ ლიტერატურული გაზეთის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „კრიტიკა, ესეისტიკა, პუბლიცისტიკა”
გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
პირველი ადგილის მფლობელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დააჯილდოებს.
სამინისტროში სულ 40-მდე საკონკურსო ნამუშევარი შემოვიდა.
5 კაციანმა ჟიურიმ 3 გამარჯვებული გამოავლინა.
გამარჯვებულებს დიპლომებთან ერთად ფულადი ჯილდოც - I ადგილი – 1000 ლარი, II ადგილი -800 ლარი, III ადგილი _ 600 ლარი გადაეცემათ.
კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეობის მიღება წელს ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, „ლიტერატურული კონკურსი საუკეთესო ესსეს, კრიტიკული თუ პუბლიცისტური წერილების გამოვლენას ისახავს მიზნად.

















