ჩერქეზი მწერლის მიხეილ ლოხვიცკის (აჯუკ გირეი) დაბადების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო ჩერქეზული კულტურის ცენტრში გაიმართა.
ჩერქეზული კულტურის ცენტრის ცნობით, საღამოს მწერლის ქალიშვილი ანნა ლოხვიცკაიაც ესწრებოდა.
მიხეილ ლოხვიცკის ხსოვნის საღამოზე მსახიობმა კოტე თოლორდავამ მწერლის შემოქმედებიდან ფრაგმენტები წაიკითხა.
ღონისძიებას მწერალი გურამ გეგეშიძე, მხატვარი დიმა ერისთავი, მთარგმნელი მიხეილ ბეროშვილი, პროფესორი რუსუდან ჯანაშია და კულტურის ის მოღვაწეები დაესწრნენ, რომელთაც წლების მანძილზე ჩერქეზ მწერალთან როგორც მეგობრული, ისე შემოქმედებითი ურთიერთობები აკავშირებდათ - აცნობეს "ნიუსპრესს" ცენტრიდან.

















