სიმღერის საერთაშორისო კონკურის - „ევროვიზია 2012-ის“ ფინალი 26 მაისს საქართველოს წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე ჩატარდება.
ქართველი კონკურსანტი ანრი ჯოხაძე ბაქოს „კრისტალ ჰოლის“ სცენაზე, ნახევარფინალში მე-12 ნომრად გამოვიდა და სიმღერა „მე ჯოკერი ვარ“ ეფექტური შოუს თანხლებით შეასრულა.
„ევროვიზიის“ ნახევარფინალი ორ ეტაპად 22 და 24 მაის ჩატარდა.
ფინალისტების ვინაობა მაყურებელმა და ჟიურიმ ერთობლივად გამოავლინეს. ფინალში გავიდნენ - ლიტვის, ბოსნია ჰერცოგოვინას, სერბეთის, უკრაინის, შვედეთის, მაკედონიის, ნორვეგიის, ესტონეთის, ისლანდიის, საბერძნეთის, ალბანეთის, რუმინეთის, კვიპროსის, დანიის, რუსეთის, უნგრეთის, მოლდოვას, ირლანდიის, მალტისა და თურქეთის წარმომადგენლები.
„ვროვიზიის“ სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად, ასევე, გადადიან მასპინძელი ქვეყნის, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის და „დიდი ხუთეულის“ - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის , საფრანგეთის , ესპანეთისა და იტალიის წარმომადგენლები.
როგორც ცნობილია, „ევროვიზია 2012“ რიგით 57-ე კონკურსია, მისი ლოგოა - „ცეცხლოვანი ყვავილი“, ხოლო სლოგანი - „დაანთე ცეცხლი“. წელს კონკურსში ევროპის 42 ქვეყანა მონაწილეობდა.

















