logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ეროვნულ არქივში სოფიკო ჭიაურელის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გრძელდება
ეროვნულ არქივში სოფიკო ჭიაურელის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გრძელდება
10:58 21.05.2012
ქართველი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში მიმდინარეობს.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, სოფიკო ჭიაურელს დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა. ექსპოზიცია სწორედ ამ თარიღს ეძღვნება.
სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. 1960-64 წლებში და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის, ხოლო 1964-68 წლებში - რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრემია და ჯილდო.
სოფიკო ჭიაურელს 40-ზე მეტ სპექტაკლსა და 20-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.
ეროვნულ არქივში დაცულია ფოტოები, რომელიც მხატვრული ფილმების გადასაღებ მოედანს ასახავს. მათ შორის, კინოსურათები სოფიკო ჭიაურელის მონაწილეობით.
არქივი ასევე, ინახავს მსახიობის პორტრეტებს, თეატრალური როლებისა და ბიოგრაფიული ხასიათის ფოტოებს.
გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები შემდეგი ფილმებიდან: „ჩვენი ეზო“, „ვერის უბნის მელოდიები“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „ამბავი ერთი ქალიშვილისა“, „ხევსურული ბალადა“, „ფერისცვალება“, „წუთისოფელი“, „დათა თუთაშხია“, „აურზაური სალხინეთში“, „ენგურის ნაპირებზე“, „ნატვრის ხე“, „ვიღაცას ავტობუსზე აგვინდება“, „გენერალი და ზიზილები“ და სხვ. დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს სცენები სპექტაკლებიდან - „ბერიკონი“ „ტალანტები და თაყვანისმცემლები“, „ეზოში ავი ძაღლია“, „ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქი“ და სხვ.
გამოფენა 25 მაისამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა