ამერიკულ საგანმანათლებლო ცენტრ ,,ლანგეითში” დღეს 90-იანი წლების ცნობილი ტელე-დიქტორის და მუსიკოსის ლალი ხვედელიანის შემოქმედებითი საღამო სახელწოდებით - ,,ერთ მშვენიერ დღეს” გაიმართება.
საღამოზე მიწვეული სტუმრები ლალი ხვედელიანის ლექსებს გაეცნობიან, გამოიფინება მის მიერ დამზადებული ტანისამოსი და აქსესუარები. ნაჩვენები იქნება კადრები ტელევიზიის პირველი არხის არქივიდან.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანმანათლებლო ცენტრ „ლანგეითიდან“ აცნობეს, საღამოზე აგრეთვე ლალი ხვედელიანის მამის, მხატვარ შოთა ხვედელიანის ნახატებიც გამოიფინება, რომლის ერთ-ერთი ნახატი გერმანიის ყოფილი კანცლერის გენშერის პირად კოლექციაშია.
საღამოს ჟურნალისტი მზია გოგნიაშვილი წარუძღვება.

















