ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მერაბ სეფაშვილის საიუბილეო სოლო კონცერტი გაიმართება რის შემდეგაც მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.
კონცერტი მომღერლის 50 წლის იუბილეს მიეძღვნება და გარდა ნაცნობი ჰიტებისა, მასზე ახალი სიმღერებიც შესრულდება.
მომღერალი სოლო კონცერტს ბენდის თანხლებით გამართავს.

















