გორის ერისთავის სახელობის თეატრში ხვალ ღია კარის დღე გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი პროფესორი თამარ ლასხიშვილი მთელი დღის განმავლობაში მეტყველებაში მასტერკლასს ჩაატარებს.
მათი ინფორმაციით, ლასხიშვილი მასტერკლასს მსახიობებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ჩაუტარებს და ინდივიდუალურ რჩევა-დარიგებებს მისცემს მათ.
განსაკუთრებული ყურადღება პედაგოგებისა და ჟურნალისტების მეტყველებაში არსებული ხარვეზების გამოსწორებაზეა გამახვილებული.
როგორც ერისთავის თეატრში აცხადებენ, მასტერკლასების პრეცენდენტი საქართველოში არსებობდა, მაგრამ მსგავსი ღონისძიება რამდენიმე წელია აღარ ჩატარებულა.
თამარ ლასხიშვილი ღია კარის დღეს გორელებისთვის მომავალშიც გამართავს. ამ ფორმით თეატრი გორის საზოგადოების მეტყველების კულტურის გაუმჯობესებას ცდილობს.
ღონისძიება თეატრის დაფინანსებით და ადგილობრივი ხელისუფების მხარდაჭერით იმართება.

















