პარიზის საკონცერტო დარბაზ სალ პლეიელში დღეს საკონცერტო საღამო გაიმართება.
კონცერტზე ქართველი სოლისტები სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II მიერ შექმნილ ნაწარმოებებს შეასრულებენ.
ასევე, წარადგენენ ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის ნიმუშებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლასიკურ ნაწარმოებებს სხვა სოლისტებთან ერთად, პაატა ბურჭულაძეც შეასრულებს.
საღამოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაესწრება, რომელიც პარიზში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა.

















