რუსთაველის თეატრში დღეს კავკასიაში ბაროკოს ორკესტრის პირველი კონცერტი გაიმართება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტს თბილისის
სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ წარმოადგენს.
მე-17 საუკუნის მუსიკას „საქართველოს სინფონიეტა“ ბაროკოს ეპოქის ინტრუმენტებზე დაუკრავს, რომლებიც ორკესტრს საქართველოს კულტურის სამინისტრომ გადასცა.
ბაროკოს მუსიკა XVI-XVII საუკუნეებში იტალიაში წარმოიშვა. ის ჯერ სახვით ხელოვნებასა და არქიტექტურაში, მოგვიანებით კი, მუსიკაში დამკვიდრდა.
ბაროკოს ეპოქაში ბახის, ჰენდელის, სკარლატის, ვივალდის, მონტევერდის ნაწარმოებები შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტრომ ახალი ინსტრუმენტები - 9 ვიოლინო, 3 ალტი, თითო ვიოლა, გამბა, ჩელო და თეორბო „საქართველოს სინფონიეტას“ 2012 წლის 27 თებერვალს გადასცა.

















