ამერიკულ საგანმანათლებლო ცენტრ „ლანგეითში” დღეს 90-იანი წლების ცნობილი ტელე-დიქტორის და მუსიკოსის ლალი ხვედელიანის
შემოქმედებითი საღამო სახელწოდებით - „ერთ მშვენიერ დღეს” ჩატარდება.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანმანათლებლო ცენტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, საღამოზე მიწვეული სტუმრები ხვედელიანის ლექსებს გაეცნობიან. დაგეგმილია ხვედელიანის მიერ შექმნილი ტანისამოსისა და აქსესუარების გამოფენა. ნაჩვენები იქნება კადრები ტელევიზიის პირველი არხის არქივიდან.
ღონისძიების ფარგლებში ლალი ხვედელიანის მამის, შოთა ხვედელიანის ნახატების გამოფენაც გაიმართება. მისი ერთი ნახატი გერმანიის ყოფილი კანცლერის გენშერის პირად კოლექციაშია დაცული.
საღამოს, რომელსაც ტრადიციულად ჟურნალისტი მზია გოგნიაშვილი წარუძღვება - ერეკლე საღლიანი, მერაბ რატიანი, ბაღათერ არაბული, დამანა მდივნიშვილი და „პირველი არხის“ ყოფილი სახეები დაესწრებიან.

















