წიგნის მაღაზია „დიოგენეში“ დღეს ზაალ სამადაშვილის წიგნის „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ პრეზენტაცია გაიმართება.
მწერლის მე-7 კრებული გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ 2012 წლის აპრილში გამოიცა და მასში ბოლო 2–3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ჩანაწერები და ნოველებია გაერთიანებული.
პრეზენტაციას მწერლები, გამომცემლობის თანამშრომლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაეწრებიან.
პრეზენტაცია 18:00 საათზე დაიწყება.

















