გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის პერსონალური ფოტო-გამოფენა და დოკუმენტური ფილმის „HAKUNA MATATA”-ს პრეზენტაცია დღეს „თიბისი გალერეაში“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი სტუმრებს სამხრეთ აფრიკის ეროვნულ პარკებში გადაღებულ ბიომრავალფეროვნების ამსახველ ფოტოებს თავად წარუდგენს.
დოკუმენტური ფილმი კი ტანზანიის, კილიმანჯაროსა და მსოფლიო მნიშვნელობის ეროვნული პარკების - ტარანგირისა და ნგორონგოროს ფლორას და ფაუნას, ჩაგას და მასაის ტომების ცხოვრებას აღწერს.
ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
პრეზენტაცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით იმართება.

















