„ახალ გალერეაში“ დღეს ნინო ყურაშვილისა და ნინო არზიანის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილი ორი სხვადასხვა სტილის ნამუშევრები - შავ-თეთრი კომპოზიცია და ფერწერული ნახატები.
მხატვარ ნინო არზიანის ფოტოები გამოფენილია ევროპის კერძო გალერეებსა და საგამოფენო დარბაზებში. 2009 წელს მისი ნამუშევრები წარდგენილი იყო მადრიდისა და ვალენსიაში, 2010 წელს კი - მან ვალენსიის საგამოფენო დარბაზში პერსონალური გამოფენა მოაწყო.
ნინო ყურაშვილის ექსპოზიციები 2010 წელს ფლორენციაში იყო წარდგენილი, სხვადასხვა დროს მისი ნამუშევრები თბილისის საგამოფენო დარბაზებშიც გამოიფინა.

















