საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოსლოში ვიზიტის ფარგლებში თავის ნორვეგიელ კოლეგას იონას გარ სტორესს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. გარ სტორესმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი და პერსპექტივები დადებითად შეაფასა.
მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე.
ვაშაძემ ნორვეგიელ კოლეგას რუსეთის ფედერაციის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნების "კავკაზ-2012"-ის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს წვრთნები სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.
მხარეებმა ჩიკაგოს 2012 წლის ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესში ორივე მხარისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს. განსაკუთრებით აღინიშნა ISAF-ის ფარგლებში თანამშრომლობისა და 2014 წლისთვის ავღანეთში პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნვეყოფის მიზნით ერთობლივი მუშაობის აუცილებლობა.

















