კონკურსი "წლის საუკეთესო მოდელი" დღეს "ქართული ფილმის"" პავილიონში გაიმართება.
კონკურსს საპროდიუსერო კომპანია "კერე ჯგუფი" აწყობს. მასში 25 მოდელი მონაწილეობს. მათგან ორი გამარჯვებულს სპეციალურო ჟიუირი შეარჩევს.
"კერე ჯგუფის" ცნობით, კონკურსისთვის მოდელების შერჩევა მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. მეორე ტურში გასულმა თვრამეტმა გოგონამ და შვიდმა ბიჭმა სპეციალური მოსამზადებელი კურსი გაიარეს.
კონკურსანტებს დეფილეს მასტერკალსებს მოდელი ლიკა ქორქია უტარებდა.
გამარჯვებულები - ერთი გოგონა და ერთი ბიჭი ჩინეთის, იტალიის, უკრაინისა და კანადის სამოდელო სააგანტოებში 3 თვიანი კონტრაქტით გაემგზავრებიან.

















