"ვითიბი ბანკი" რუსთაველის თეატრის გენერალური სპონსორი გახდა.
სასპონსორო ხელშეკრულება "ვითიბი ბანკის" რისკების დირექტორმა ნიკო ჩხეტიანმა და რუსთაველის თეატრის დირექტორმა ზაალ ჩიქობავამ გააფორმეს.
ხელშეკრულების თანახმად, რუსთაველის თეატრი ორი წლის განმავლობაში "ვითიბი ბანკის" დაფინანსებით, 14 პრემიერასა და სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს.
"რუსთაველის თეატრი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია, ჩვენი მხარდაჭერით იგი ბევრ სიახლეს შესთავაზებს მაყურებელს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა წარმატებული იქნება თეატრისა და საზოგადოებისათვის"- განუცხადა "ნიუსპრესს" ნიკო ჩხეტიანმა.
ზაალ ჩიქობავას განცხადებით, "ვითიბი ბანკთან" თანამშრომლობა რუსთაველის თეატრის განვითარებას შეუყობს ხელს.
"ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა ხელოვნების ყველა დარგს სჭირდება. სასიხარულოა, რომ ბიზნესსექტორი ჩვენით დაინტერესდა. ეს დიდი შემოქმედებითი პროცესი იქნება"- აღნიშნა ჩიქობავამ.
"ვითიბი ბანკში" აცხადებენ, რომ კულტურული პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსებას მომავალშიც გააგრძლებენ.

















